Accessibility links

დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება


დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სხდომა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყო. მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესია გუშინ გაიხსნა ბიუროს სხდომით. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

XS
SM
MD
LG