Accessibility links

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი მუშაობს


ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან თურქული ვერტმფრენი მუშაობს და დღესვე, მეორე ვერტმფრენიც ჩაერთვება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, სტიქიის ზონაში დილიდან ჩაერთო დამატებით 100-მდე მაშველი. გარდა ამისა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 350 თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციოდ მიმდინარეობს დამატებითი გზის გაყვანა.

XS
SM
MD
LG