Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულების სახით მიიღო 4 555 993 ლარი


“ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულების სახით მიიღო 4 555 993 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება ერიცხება „ევროპულ საქართველოს“, რომელსაც 287 439 ლარი შესწირეს. 9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ. დანარჩენი პარტიების შემოწირულებები კი შემდეგნაირად განაწილდა: „გირჩი“ – 7 000 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5 330 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 2 415 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - 1 112 ლარი, „ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 136 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 20 ლარი. სულ პარტიების შემოწირულებებმა გასულ თვეში 4 869 215 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG