Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ლიდერია EBRD-სგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ლიდერობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე. პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. მისივე თქმით, EBRD აქტიურად ნერგავს ნოვატორულ პროდუქტებს საქართველოს ეკონომიკაში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა EBRD-ის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და განაცხადა, რომ ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაა.

XS
SM
MD
LG