Accessibility links

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს გააგრძელებს


ევროკავშირი ექვსი თვით გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს, რაც რუსეთის ოფიციალური პირებისა და უკრაინელი სეპარატიტების ქონების გაყინვას და მათთვის ვიზების გაცემის აკრძალვას გულისხმობს. სავარაუდოდ სანქციები კვლავინდებურად შეეხება რუსეთის ახალ ელჩს აშშ-ში. ევროკავშრის 28 ქვეყნის ელჩებმა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით 6 ივლისს, ბრიუსელში მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებენ მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ევროკავშირის იუსტიციის მინისტრები საბოლოო გადაწყვეტილებას 14 სექტემბერს მიიღებენ. დიპლომატების განცხადებით რუსეთის ახალი ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი სანქციების სიაში დარჩება, რადგან მისი ამოღება არც ერთ ქვეყანას უთხოვია. ანტონოვის წინააღდეგ სანქციები აქვთ დაწესებული ევროკავშირსა და კანადას, თუმცა არა აშშ-ს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG