Accessibility links

ზაჰესის მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს


ზაჰესის მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკა ჩაერთო. როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ალტერნატიული გზის გამონახვა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკის ჩართვა და ხანძრის ტერიტორიის წყლის ჭავლით დამუშავება. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ მოხალისეებიც. ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო მიწის ნაკვეთი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლებიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG