Accessibility links

„აზოვის ბატალიონი“ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს


„აზოვის ეროვნულმა ბატალიონმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის უარყოფს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბატალიონი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გადაისროლეს, რათა ქვეყანაში მის დაბრუნებას ხელი შეუშალონ. „აზოვის“ პოლკი არასოდეს ტოვებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას“, - ნათქვამია განცხადებაში. „აზოვის ბატალიონი“ სააკაშვილისგან ამ ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს ამზადებს და სამხედრო ტექნიკა გააგზავნა „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ, რომლის გავლითაც ის 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG