Accessibility links

ზაჰესის ფერდობზე ხანძრის შედეგად 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი


გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორია დაიწვა. მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე კი სამუშაოებს 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა. გლდანის რაიონის გამგებლის განცხადებით, ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს. იგი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG