Accessibility links

შს მინისტრის ცნობით ხულოში ხანძართან ბრძოლაში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. მინისტრმა თქვა, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე ხანძრის არც ერთ ლოკაციაზე არ არსებობს. „მოსახლეობასსაფრთხე არ ემუქრება. ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს არც იმ მიდამოებში, სადაც ხანძრის კერებიაო", - განაცხადა შს მინისტრმა. რაც შეეხება თუშეთს, გიორგი მღებრიშვილის თქმით, თუშეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და იქ ხანძარი სრულადაა ლოკალიზებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG