Accessibility links

ფეისბუკი: რუსეთში განთავსებულმა სტრუქტურებმა შეიძინეს ამერიკელი ამომრჩევლისთვის განკუთვნილი რეკლამა


გლობალური სოციალური ქსელი, ფეისბუკი, ამერიკელ გამომძიებლებს ატყობინებს, რომ ახლახან აღმოჩენილი ინფორმაციით, აშშ-ში გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მან რუსეთში განთავსებულ სტრუქტურებს მიჰყიდა რეკლამა, რომელიც ამერიკელი ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი. ფეისბუკმა ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა 6 სექტემბერს გამოქვეყნებული ბლოგპოსტით, რომლის ავტორია კომპანიის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ალექს სტამოსი. პოსტში ნათქვამია, რომ ფეისბუკი თანამშრომლობს კონგრესსა და იუსტიციის სამინისტროში მოქმედ გამომძიებლებთან, რომლებიც იკვლევენ ცნობებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ვაშინგტონ პოსტი, მოვლენებში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფეისბუკმა 100,000 დოლარად ღირებული კამპანია მიჰყიდა რუსეთში განთავსებულ „ტროლების ფერმას“, რომელიც კრემლის მომხრე პროპაგანდისტული კამპანიებით არის ცნობილი. ამასთან, სტამოსი დასძენს, რომ ფეისბუკმა ასევე აღმოაჩინა 50 000 დოლარის ღირებულების, პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რომელსაც შესაძლოა ასევე რუსეთთან ჰქონდეს კავშირი. სტამოსის თქმით, რუსეთის სტრუქტურების მიერ განთავსებული რეკლამებიდან ბევრი ეყრდნობოდა 470 ყალბ ფეისბუკ-პროფილს, რომლებიც ავრცელებდნენ რადიკალურ და პოლარიზაციის გამომწვევ შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა იმიგრაცია, იარაღის ტარების უფლება, რასობრივი საკითხები და ჰომოსექსუალთა უფლებები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG