Accessibility links

პუტინი კვლავ ეწინააღმდეგება სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეისთვის


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკში.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ შეეწინააღმდეგა ფხენიანისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივას და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული გამოცდების გარშემო შექმნილი კრიზისი „დიპლომატიური გზებით“ უნდა გადაიჭრას. ვლადივოსტოკში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის კულუარებში გამოსვლისას პუტინმა 7 სექტემბერს განაცხადა, ფხენიანი არ შეწყვეტს მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს, რადგან მათ თავდაცვის ერთადერთ საშუალებად აღიქვამსო. „მათი შეშინება შეუძლებელიაო“, აცხადებს პუტინი. ასევე ვლადივოსტოკში, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ გაიმეორა მოწოდება, რომ მსოფლიომ მაქსიმალურად ძლიერი ზეწოლა უნდა განახორციელოს ფხენიანზე, რათა მან შეასრულოს გაეროს მხრიდან დაწესებული ვალდებულებები და შეაჩეროს იარაღის პროგრამები. ამ განცხადებების ფონია აშშ-ის ინიციატივა გაეროს მხრიდან ფხენიანისთვის ახალი სანქციების სპექტრის დაწესებაზე, მას შემდეგ, რაც ფხენიანმა იარაღის ექვსი გამოცდა მოაწყო. ინიციატივის პროექტი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს დაურიგდათ, გამოდის მოწოდებით სრულად აიკრძალოს ჩრდილოეთ კორეისთვის და მისი ქსოვილების მრეწველობისთვის ნავთობის პროდუქტების მიწოდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG