Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებს სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანენ


ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილ ქართველ სამხედროს, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ოპერაცია გაუკეთეს ადგილობრივ კლინიკაში. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო. ამავე ინფორმაციით, ბუაძის მდგომარეობა მძიმეა. ის თავისა და ბარძაყის არეშია დაჭრილი. შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამივე ქართველ სამხედროს სამკურნალოდ გადაიყვანენ გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა გუშინ, როცა ბაგრამის საავიაციო ბაზას თავს დაესხა თვითმკვლელი მოიერიშე.

XS
SM
MD
LG