Accessibility links

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, ცეცხლის კერები, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. პროცესში ჩართულია ავიაციაც. გრძელდება ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოები თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტშიც, შავნაბადას მთის ფერდობზე. ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი და ორი ვერტმფრენი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG