Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ოქტომბერს კატალონიაში გაიმართება რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე


ბარსელონა
ბარსელონა

11-საათიანი დებატების შემდეგ ესპანეთის კატალონიის რეგიონის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს ესპანეთისგან ამ რეგიონის გამოყოფას, მხარი დაუჭირა 72-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 11. კატალონიის სოციალისტური პარტიისა და ეროვნული პარტიის წევრებმა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი. გაზეთ „ელ პაისის“ ინფორმაციით, ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ესპანეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოწოდებით, არა მხოლოდ გააუქმოს კატალონიის პარლამენტის გადაწყვეტილება, არამედ სისხლის სამართლის საქმეც აღძრას სეპარატისტთა წინააღმდეგ. ესპანეთის კონსტიტუცია არ ცნობს ქვეყნის გაყოფას. რეფერენდუმის მსვლელობისას, რეგიონის მოქალაქეებს დაუსვამენ კითხვას, სურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკური მმართველობის ფორმით.

XS
SM
MD
LG