Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის სამხედროები შეუერთდებიან ნატოს ქვეყნების წვრთნებს, დოდონის წინააღმდეგობის მიუხედავად


მოლდავეთის არმია მონაწილეობას მიიღებს 8-23 სექტემბრისთვის დანიშნულ, მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში, რომელიც უკრაინაში გაიმართება - მიუხედავად პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის განცხადებისა, რომ ეს არ მოხდებოდა. მოლდავეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ 57 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას მანევრებში, რომლებიც მოიცავს 1800 სამხედროს 14 ქვეყნიდან, უმეტესად ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. დოდონმა 5 სექტემბერს ფეისბუკით დაწერა, რომ უარი უთხრა თავდაცვის სამინისტროს თხოვნას სამხედროების გაგზავნის თაობაზე და დასძინა, „მოლდავეთის სამხედროების მონაწილეობა სამხედრო წვრთნებში, რომლებიც სახელმწიფო საზღვრებს გარეთ ტარდება, მიუღებელიაო“. თუმცა შემდეგ მოლდავეთის მთავრობამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოლდავეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში შექმნილი უთანხმოება - საგარეო პოლიტიკის საკითხებში დოდონი ხშირად მოდის წინააღმდეგობაში მთავრობასთან, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-სთან დაახლოებას უჭერს მხარს. უკრაინაში დანიშნული წვრთნა პოლონეთის საზღვართან ახლოს გაიმართება. მოლდავეთთან ერთად, მასში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას - ისევე, როგორც ბულგარეთი, კანადა, ესტონეთი, იტალია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

XS
SM
MD
LG