Accessibility links

საფრანგეთი და გერმანია გმობენ რუსეთის მხრიდან გატარებულ „დათრგუნვის“ სტრატეგიას


საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები, ფლორანს პარლი (მარცხნივ) და ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საფრანგეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა დაგმეს რუსეთის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ბელორუსიასთან და განაცხადეს, რომ მოსკოვი ესწრაფვის ევროკავშირის და ნატოს საზღვრებთან საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილზე ყოფნის ჩვენება, რუსების მხრიდან ამ დათრგუნვის სტრატეგიის დემონსტრირების ფონზეო, აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ერთად პარლი ჟურნალისტებს ესაუბრა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის კულუარებში. ეუთოს წესებით, რომლებიც ვენის დოკუმენტის სახელითაა ცნობილი, როცა სახელმწიფოები 13 000 სამხედროზე მეტის მომცველ მანევრებს ატარებენ, მათ ეკისრებათ სხვა ქვეყნების წინასწარ გაფრთხილების და დამკვირვებლების მიღების ვალდებულებები. რუსეთი და ბელორუსია აცხადებენ, რომ წვრთნები სახელად „ზაპადი“ 12 700-მდე სამხედროს მოიცავს. წვრთნები 14-20 სექტემბერს უნდა გაიმართოს ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში. დასავლელი სამხედროები და ექსპერტები კი თვლიან, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედროთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალი, 100 000 სამხედრომდე შეიძლება იყოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG