Accessibility links

რუსეთი და იაპონია შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეზე, პუტინი „დიალოგის“ მოწოდებით გამოდის


რუსეთის და იაპონიის ლიდერები აცხადებენ, რომ ორივეს აზრითჩრდილოეთი კორეა საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას - თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვი კვლავაც ეწინააღმდეგება ფხენიანისთვის გაეროს დამატებითი სანქციების დაწესებას. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ 7 სექტემბერს გამართეს შეხვედრა, იმ ფონზე, როცა აშშ გამოდის ინიციატივით ფხენიანს დაეკისროს გაეროს სანქციათა ახალი რაუნდი, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ მეექვსე ბირთვული გამოცდა მოაწყო. ვლადივოსტოკში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის კულუარებში გამოსვლისას, პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გზებით უნდა განიმუხტოს. „ჩვენ ყველას გვჭირდება დაძაბულობის განმუხტვა და შემდეგ დიალოგის გამართვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორც ამას ითვალისწინებს რუსეთ-ჩინეთის გეგმა, პრობლემის თანდათანობითი გადაჭრის შესახებ“ - უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს. „ჩვენ სრულად შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის მოწყობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულზე და რეგიონში და წარმოადგენს მძიმე გამოწვევას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური წყობისთვისო“, განაცხადა აბემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG