Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტმა პრემიერად დაასახელა ყოფილი საველე მეთაური


ჰამუშ ჰარადინაი
ჰამუშ ჰარადინაი

სერბიის ყოფილი ოლქის, კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ ამ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა ყოფილი საველე მეთაური, ჰამუშ ჰარადინაი, რომელსაც უფლებამოსილება მიენიჭა, შექმნას ახალი მთავრობა. ჩანს, ამ ნაბიჯით, ტაჩიმ დაასრულა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისი. ტაჩის გადაწყვეტილება მოჰყვა პარლამენტის მიერ კოსოვოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, კადრი ვესელის არჩევას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ. ეს იყო ქვეყნის სტაბილიზებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი. ჰარადინაი კოსოვოს ოლქის დამოუკიდებლობისთვის ომობდა სერბებთან. ის დღემდე იძებნება სერბიის მიერ, როგორც დამნაშავე. თავის დროზე ის წარდგა გაეროს სასამართლოს წინაშე ჰააგაში, მაგრამ იგი გაამართლეს.

XS
SM
MD
LG