Accessibility links

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას


დღეს დაასახელებს პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. არსებული ინფორმაციით, გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი კობახიძე კოლეგებს ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შესთავაზებს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ( EBRD) მთავარი ბანკირია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. გენერალურ აუდიტორს პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით ირჩევს. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ივლისის ბოლოს ამოეწურა. კანონმდებლობით გენერალური აუდიტორის ერთისა და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ, თუმცა თორდიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა მხოლოდ ერთი ვადით მოუხდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG