Accessibility links

სადაც გიორგი კობახიძემ და ნიკომ ბარის მუსიკაზე, ნადირობაზე და პოლიტიკაზე ილაპარაკეს


"სეეეეეეეეელ თიიიიიიიიიბ" - შეჰკივლა სცენაზე მდგარმა მუსიკოსმა და გიტარა ორივე ხელით აღმართა თავს ზემოთ. "აააააააააააააააააააა" - უპასუხა თითქოს ერთ ორგანიზმად ქცეულმა მასამ. ორი წამი სიჩუმე იყო. შემდეგ კი ჭიამ (სწორედ ასე ერქვა მუსიკოსს), სიმებს ხელი ჩამოკრა და ჩაბნელებული ბარი წამიერად გაანათა სტრობისა და ლაზერების ბრწყინვალებამ. "ააააააააააააააააააააააააააააა" - კიდევ ერთხელ იღმუვლა ხალხმა. ქორფა ქალბატონები მაგიდებზე შეხტნენ და თავდავიწყებით მისცეს თავი ცეკვას. არავის შეუნიშნავს, თუ როგორ ჩაქინდრა თავი კუთხეში მჯდარმა მინისტრის მოადგილემ და ვისკის ჭიქა ხელიდან გაუვარდა. დანა ისე ღრმად ჰქონდა ჩასობილი ზურგში, რომ თითქმის აღარც კი ჩანდა...

"ნიკოს პოდკასტი" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი". ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG