Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის ზაფხულში ჩატარდება


ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ. მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.

XS
SM
MD
LG