Accessibility links

ირაკლი მექვაბიშვილი დასახელდა კანდიდატად გენერალური აუდიტორის პოსტზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა ირაკლი მექვაბიშვილი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირია. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილს ნდობას გამოუცხადებს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს და აღნიშნა, რომ სწორედ ლაშა თორდიას მუშაობის პერიოდში ჩამოყალიბდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ორგანოდ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG