Accessibility links

მექსიკაში 15 კაცი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრის შედეგად


პაციენტები და ექიმები ღია ცის ქვეშ იმყოფებიან მას მერე, რაც მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

მექსიკის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 15 კაცი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ჩიაპას შტატში. მიწისძვრამ გამოიწვია მცირე ცუნამი და შენობების ნგრევა. აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრე 8.1 ბალს შეადგენდა, ეპიცენტრი კი მდებარეობდა ქალაქ ტრეს პიკოსოდან 120 კილომეტრის დაშორებით წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში. მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ მიწისძვრას უწოდა ყველაზე დიდი ბოლო საუკუნის განმავლობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG