Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე


კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური. მანამდე ის ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისე ჩეჩენთა ბატალიონის მებრძოლი იყო. უკრაინის არმიის მხარეს იბრძოდა დონბასში. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მანქანაში იმყოფებოდნენ ქალი და ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს სერიოზული ჭრილობებით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც დაღუპულის მეგობრები ამბობენ, მახაური მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, თემურ მახაურს „პირად მტერს“ უწოდებდა.

XS
SM
MD
LG