Accessibility links

დავით უსუფაშვილმა „ევრაზიის მასშტაბის ავანტიურისტი“ უწოდა მიხეილ სააკაშვილს


დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს უწოდებს ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება. „ამის გამო ის მზად აღმოჩნდა საქართველო მიეყვანა უფსკრულის პირას, შემდგომ ის უკრაინაში გადავიდა და ახლა როგორც მის ქმედებებს ეტყობა, იგი მზადაა უფსკრულის პირას მიიყვანოს ეს ქვეყანაც საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად",- განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ არ გაუკვირდება, თუ„მისი შემდგომი გაჩერება იქნება სადმე აფრიკაში.“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, პოლონეთ-უკრაინის დამაკავშირებელი „კროკოვეცის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

XS
SM
MD
LG