Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს უკრაინაში ქვედანაყოფის გაგზავნისათვის


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი მოითხოვს, რომ თანამდებობა დატოვოს ქვეყნის პრეზიდენტმა გეორგე გაბურამ, რომელმაც პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ მაინც გაგზავნა სამხედრო ქვედანაყოფი უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილმა დოდონმა „ფეისბუკის“ საშუალებით გავრცელებული განცხადებაში დაადანაშაულა პროდასავლურად განწყობილი მოლდავეთის მთავრობა, რომელიც ცდილობს „მოლდავეთის არმია ნატოს მხარეზე გადაიყვანოს“ და ჩააბას იგი „გეოპოლიტიკურ კონფრონტაციაში“. დოდონის გაბრაზება მოჰყვა მოლდავეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინაში 57 მოლდაველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ, აშშ-ის სარდლობით მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში, რომელშიც მასპინძელი ქვეყნის გარდა მონაწილეობენ ასევე ბულგარეთის, კანადის, ესტონეთის, საქართველოს, ლიტვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ქვედანაყოფები.

XS
SM
MD
LG