Accessibility links

უკრაინაში სტარტი აიღო ამერიკულ-უკრაინულმა სამხედრო სწავლებამ


უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზაზე, რომელიც ხმელნიცკის ოლქში მდებარეობს, სტრატი აიღო უკრაინულ-ამერიკული სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „Rapid Trident - 2017"-ის პირველმა ფაზამ. უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, აშშ-ის ერთ-ერთი საავიაციო ბაზის ინსტრუქტორების სწავლების პირველ ფაზის დროს, უკრაინელ სამხედროებს „განსხვავებულ ვითარებაში სხვადასხვა დანაყოფებთან ურთიერთქმედებას შეასწავლიან“. თუმცა, სწავლების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „Rapid Trident - 2017"-ის დროს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას აშშ-ისა და სხვა მოკავშირეთა მხრიდან, დაამუშავებენ ოპერაციებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. საერთაშორისო სამხედრო მანევრების ძირითადი ეტაპი კი გაიმართება სახმელეთო ძალების იავოროვის პოლიგონზე,11-დან 23 სექტემბრამდე და მასში 2,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG