Accessibility links

ტრამპმა მოუწოდა არაბულ ქვეყნებს დაივიწყონ დაპირისპირება და გაერთიანდნენ ირანის წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 სექტემბერს მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, რათა გვერდზე გადადონ კატართან დაპირისპირება და გაერთიანდნენ ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის თანახმად აშშ-ის ლიდერმა ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს და კატარის ლიდერებთან. ივნისში სპარსეთის ყურის არაბულმა ქვეყნებმა გაწყვიტეს დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კატართან, სადაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული. საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედ გაერთიანებაში შემავალმა ქვეყნებმა კატარი დაადანაშაულეს ირანთან კავშირებისა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სირბილეში, რასაც დოჰა უარყოფს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG