Accessibility links

ჩინური კომპანია „როსნეფტის“ აქციათა მსხვილ პაკეტს ყიდულობს


ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო კონგლომერატი ყიდულობს რუსეთის გიგანტური სახელმწიფო ენერგოკომპანია „როსნეფტის“ აქციათა 14 %-ს, ჯამში 9,1 მილიარდი დოლარის ღირებულებისწილს. აღნიშნული გარიგება გაგრძელებაა ვლადიმირ პუტინის ჩანაფიქრისა, რაც დასავლეთის ნაცვლად, ჩინეთს ანიჭებს უპირატესობას ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მიზიდვის მიმართულებით. 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „როსნეფტის“ აქციებს , რასაც დასავლური საინვესტიციო კომპანია „გლენკორი“ ფლობდა, შეიძენს ჩინეთის ენერგეტიკული კონგლომერატი „CEFC China Energy“. აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შემდეგ დასავლურ კომპანიებს სულ უფრო მეტად უჭირთ შეინარჩუნონ და განავითარონ კავშირები სანქციების ქვეშ აღმოჩენილ ისეთ კომპანიებთან, როგორიც „როსნეფტია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG