Accessibility links

აშშ-ის მხარდაჭერით სირიის ძალები აღმოსავლეთის მიმართულებით წინ მიიწევენ


აშშ-ის მხარდაჭერილი მებრძოლები და სირიის სამთავრობო ძალები ცალკეული იერიშებით, წინ მიიწევენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიის აღმოსავლეთ პროვინცია დეირ ალ-ზოურში, რათა განდევნონ ექსტრემისტები ერაყის საზღვართან ახლომდებარე, ნავთობით მდიდარი ტერიტორიიდან. სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ ალიანსში შემავალმა არაბულმა და ქურთულმა სამხედრო დანაყოფებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციები 9 სექტემბერს დილით წამოიწყეს და დღის ბოლოს უკვე შეძლეს წინ წაწევა მდინარე ევფრატის აუზში 30 კილომეტრით. შეტევის ფონია, სირიის არმიის მიერ სამწლიანი ალყის გარღვევა ქალაქ დეირ ალ-ზოურის გარშემო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG