Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს ჟეშუვში, პერემიშლის ნაცვლად


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე (10 სექტემბერი).
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე (10 სექტემბერი).

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლონეთ -უკრაინის საზღვრისაკენ მიემართება, პრესკონფერენციას გამართავს ქალაქ ჟეშუვში, ნაცვლად ადრე გამოცხადებული პერემიშლისა. თუ რით არის განპირობებული ცვლილება პირვანდელ გეგმაში, ჯერჯერობით უცნობია. საინფორმაციო სააგენტო „უკრაინსკა პრავდას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ მიხეილ სააკაშვილი ჟეშუვში შეხვდა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს. იუწყებიან, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა კიდევ რამდენიმე უკრაინელი დეპუტატი. ისინი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 27 ივლისს უკანონოდ ჩამოართვა ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG