Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ჟურნალისტებთან ერთად გაეშურა პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ


მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას
მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას

10 სექტემბერს, დილის 4 საათზე, პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით გაემგზავრა ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან უკრაინის,პოლონეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლები. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ფეისბუკით“ გაავრცელა იცნობა, რომ მასთან ერთად იქნება მისი 11 წლის ვაჟი, ნიკოლოზი. სააკაშვილი საზღვრის გადალახვას აპირებს კრაკოვეცის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, სადაც, როგორც იუწყებიან, გაძლიერებულია სასაზღვრო მორიგეობა და შეზღუდულია საზღვარზე გადასვლის მსურველთა გადაადგილება. უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყანაში სააკაშვილის შეშვებას, რადგან მისი უკრაინული პასპორტი გაუქმებულია. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო განაცხადი საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

XS
SM
MD
LG