Accessibility links

რუსეთში ირჩევენ გუბერნატორებს


რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის (უკრაინა) ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

რუსეთის 82 რეგიონში კვირას დაიწყო არჩევნების ერთიანი დღე, რომლის დროსაც 16 გუბერნატორის არჩევა მოხდება, მათ შორის ანექსირებულ სევასტოპოლში. მოსკოვში კი აირჩევენ მუნიციპალიტეტის დეპუტატებს, რომლებიც ქალაქის 125 რაიონის საბჭოებში გადანაწილდებიან. წუხელ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს კანდიდატი გალინა კალინინა, რომელიც ეჭვმიტანილია დუმილის დღეს აგიტაციაში. წინა დღით მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას სთავაზობდნენ ჯილდოს, არჩევნებში მათი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG