Accessibility links

სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა მატარებლით, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს


საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ თანხმლებ პირებთან ერთად პოლონეთის ქალაქ პერემიშლიდან მატარებლით, ე.წ. "ინტერსითით" გამგზავრებულიყო უკრაინაში. როგორ სააკაშვილმა განმარტა, მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა შესაძლო პროვოკაცია"კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე, სადაც, როგორც იტყობინებოდნენ დილით მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სააკაშვილს ასობით მომხრესა და კომუფლირებულ სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილ უცნობ პირებს შორის. თუმცა, "ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ, ევროპარლამენტის დეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG