Accessibility links

კოსოვოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰარადინაის მინისტრთა კაბინეტს


კვირას კოსოვოს პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით დაუჭირა მხარი რამუშ ჰარადინაის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მემარჯვენე-ცენტრისტული კოსოვოს მომავლის ალიანსის ლიდერსა და ყოფილ საველე მეთაურს 120 ადგილიან პარლამენტში 9 სექტემბერს გამართული კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ასევე კოსოვოს მინისტრთა ახალ კაბინეტს. კოსოვოს ხელისუფლება თვლის, რომ ამით ბოლო მოეღო ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს კოსოვოში. თუმცა, ოპოზიციამ 9 სექტემბერს ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG