Accessibility links

იულია ლატინინამ რუსეთი დატოვა პირადი საფრთხის გამო


კრემლის კრიტიკოსმა პუბლიცისტმა იულია ლატინინამ რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც მის მანქანას ცეცხლი წაუკიდა დაუდგენელმა პირმა. ლატინინა 9 სექტემბერს „სკაიპის“ ტელეფონით დაუკავშირდა რადიო „ეხო მოსკვის“და თქვა, რომ იგი მშობლებთან ერთად იმყოფება საზღვარგარეთის ერთ-ერთ ქვეყანაში და უახლოეს ხანებში არ აპირებს რუსეთში დაბრუნებას. ლატინინას თქმით, მის მანქანას, რომელიც ხის სახლის გვერდით ეყენა, უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა 3 სექტემბერს. ხანძარი, რომელიც ბენზინის ავზს უახლოვდებოდა, ჟურნალისტის მამამ ჩააქრო . ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ არ ეს იყო არა „უბრალო ხულიგნობა“, არამედ დაშინების მცდელობა, რასაც თავისი განცხადებით მხარი დაუჭირა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა. ჟურნალისტმა ლატინინამ 2015 წელს დროებით დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც მისი სახელი ვითომცდა აღმოჩნდა იმ პირთა ე.წ „დასახვრეტთა სიაში“, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ ქვეყნის ხელისუფლებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG