Accessibility links

სააკაშვილი კვლავ ავტობუსით აპირებს კრაკოვეცში გამგზავრებას


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იგი კვლავ ავტობუსით აპირებს გამგზავრებას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცამდე“, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სამგზავრო მატარებელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ავიდნენ ქალაქ პერემიშლიში, არ გავიდა სადგურიდან. ამაში მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება "ტყიურივით იქცევა" . 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG