Accessibility links

იენს სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე „გლობალურ პასუხს“ საჭიროებს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხე წარმოადგენს „გლობალურს“ და შესაბამის „გლობალურ პასუხსაც“ საჭიროებს. ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთან“ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ კორეის საქციელს უწოდა „უპასუხისმგებლო“ და დასძინა, რომ ნატო „გლობალური პასუხის“ ნაწილი იქნება. იენს სტოლტემბერგმა მოუწოდა ფხენიანს, რომ „უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე“ და „თავი შეიკავოს შემდგომი სარაკეტო ცდებისაგან“, რაც უხეშად ხელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG