Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელმა მესაზღვრეებმა სააკაშვილი უკრაინაში შეუშვეს


სასაზღვრო პუნქტი შეგინი
სასაზღვრო პუნქტი შეგინი

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პოლონელმა მესაზღვრეებმა გაატარეს საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტ შეგინიზე. ახალი ამბების სააგენტო „უკრაინსკაია პრავდას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სააკაშვილმა ბოლო მომენტში კრაკოვეცის ნაცვლად, პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო პუნქტ შეგინის გავლით გადაწყვიტა უკრაინაში შესვლა. წყაროს ცნობით, სასაზღვრო პუნქტზე უკრაინის მხრიდან შევიდა ასევე 4 პოლიციის მანქანა. პოლონეთის მხრიდან მომავალი მძღოლები ჟურნალისტებს უამბობენ უკრაინელი სამართალდამცველების მხრიდან არსებულ გაძლიერებულ ზომებზე. მანამდე სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები პოლონეთის ქალაქ პერემიშლიდან სამგზავრო მატარებლით შეეცადნენ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრას. თუმცა სააკაშვილის გამო მატარებელი არ გავიდა სადგურიდან. ამაში მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება "ტყიურივით იქცევა" . 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

XS
SM
MD
LG