Accessibility links

სააკაშვილის მომხრეებმა გაარღვიეს კორდონი შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე


ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი პოლონეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც მისმა ასობით მომხრემ უპრობლემოდ გაარღვია სამხედროების კორდონი შეგინის გამშვებ პუნქტზე. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ჯერ კიდევ იმყოფება სასაზღვრო ზონაში, თუმცა, როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, „ახალი ძალების რუხის“ თავმჯდომარეს უკრაინაში შესვლას ხელს არაფერი უშლის. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG