Accessibility links

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა


ზაზა ბიბილაშვილი

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, მისი დევნა შეწყვიტოს და მისცეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის საშუალება. „გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ხოლო ევრაზიაში პუტინი და ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომელიც დაკვეთილია ვლადიმირ პუტინის მიერ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG