Accessibility links

რუსეთის ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი"


2017 წლის 10 სექტემბერი: პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარე და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი მიმართავს "ერთიანი რუსეთის" საარჩევნო კამპანიის მოსკოვის ოფისში შეკრებილებს

რუსეთში 10 სექტემბერს გამართული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი". იუწყებიან ელექტორატის დაბალ აქტიურობაზე და, ზოგი წყაროს თანახმად, ამომრჩევლების დაშინებაზეც. ამასთან, მოსკოვში პოზიციებს იუმჯობესებენ ლიბერალი ოპოზიციონერი კანდიდატები. წინასწარი მონაცემებით და მედიის ინფორმაციით, მათ კარგი შანსები აქვთ რაიონების დეპუტატთა საბჭოების მანდატებისათვის ბრძოლაში. გაზეთ "ნოვაია გაზეტას" მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატებმა შესაძლოა მანდატების უმრავლესობა მოიპოვონ მოსკოვის 14 რაიონის დეპუტატთა საბჭოებში. 10 სექტემბრის მუნიციპალური არჩევნები იყო ბოლო მასშტაბური კენჭისყრა 2018 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ადგილობრივი არჩევნების შედეგად, კრემლის ამჟამინდელი მოკავშირეები და მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ გუბერნატორების და საკრებულოების არჩევნებში რუსეთის ათობით რეგიონის მასშტაბით - დაწყებული დასავლეთში მდებარე კალინინგრადით და შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულით დამთავრებული.

XS
SM
MD
LG