Accessibility links

ყირიმში სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელი თათრების ერთ-ერთ ლიდერს


ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელი თათრების ერთ-ერთ ლიდერს, ახტემ ჩიიგოზს. სიმფეროპოლის სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა მას შემდეგ, რაც ჩიიგოზი დამნაშავედ ცნო 2014 წლის თებერვალში ასევე სიმფეროპოლში უკანონო დემონსტრაციის ორგანიზებაში. ჩიიგოზი არის ყირიმელი თათრების ასამბლეის, მაჯლისის თავმჯდომარე - ეს ორგანო რუსეთმა უკანონოდ გამოაცხადა ყირიმის ანექსიის შემდეგ. ჩიიგოზი 2015 წლის იანვარში დაააკვეს. უფლებადამცველები მის პატიმრობას მიიჩნევენ ანექსიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყირიმელების დამსჯელი კამპანიის გაგრძელებად. უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთს ყირიმელი თათრების დევნა-შევიწროვების გამო. რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს 52 წლის ჩიიგოზს და დემონსტრაციასთან დაკავშირებით ბრალდებულ კიდევ ორ ყირიმელ თათარს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG