Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება


2017 წლის 11 სექტემბერი: ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი ქალაქ ბერგენის საარჩევნო უბანში
2017 წლის 11 სექტემბერი: ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი ქალაქ ბერგენის საარჩევნო უბანში

ნორვეგიაში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც გაირკვევა, კიდევ ოთხი წლით გააგრძელებს თუ არა ქვეყნის მართვას მემარჯვენე კოალიცია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კონსერვატიული პარტიის წევრი პრემიერ-მინისტრის, ერნა სოლბერგის კოალიციას მწვავე კონკურენციას უწევს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია. ეს ნიშნავს, რომ მომცრო პარტიებმა შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულონ, როგორ კოალიციურმა პარტნიორებმა, მმართველი ძალის გამოსავლენად. მმართველი კოალიცია, რომელიც კონსერვატიულ პარტიასთან ერთად მოიცავს იმიგრაციის მოწინააღმდეგე პროგრესულ პარტიას, ამჟამინდელი კურსის გაგრძელებას აპირებს. მის მსგავსად, ლეიბორისტული პარტიაც ემხრობა იმიგრაციის შეზღუდვას, ისევე როგორც არქტიკაში ნავთობის მოპოვების გაგრძელებას და მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან.

XS
SM
MD
LG