Accessibility links

ქარიშხალი „ირმა“, რომელმაც მძიმე ზარალი მიაყენა კარიბის ქვეყნებს, ფლორიდასთან შესუსტდა


2017 წლის 10 სექტემბერი: ფლორიდის შტატი, ქალაქ მაიამის ცენტრი

ქარიშხალი „ირმა“, რომელმაც ბოლო დღეებში მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია კარიბის აუზის ქვეყნებში, ფლორიდასთან, მექსიკის ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე შესუსტდა და ახლა პირველი კატეგორიის ქარიშხლად ითვლება. 640 კილომეტრამდე ფართობის გრიგალმა ფლორიდაში, სულ ცოტა, სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამი მილიონი ადამიანი დატოვა ელექტრომომარაგების გარეშე. მანამდე მან მეხუთე კატეგორიის ქარიშხლად გადაუარა კარიბის აუზის ქვეყნებს და კუბას და, სულ ცოტა, 24 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. 11 სექტემბერს პირველ კატეგორიამდე შესუსტების მიუხედავად, „ირმას“ ძლიერი წვიმები და ქარი უკავშირდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეძლებისდაგვარად მალე ჩავა ფლორიდაში ზარალის საკუთარი თვალით სანახავად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG