Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო "დანაშაულად" მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიაზე სააკაშვილის შესვლას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დანაშაული“ უწოდა უკრაინის ტერიტორიაზე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესვლას საპასპორტო კონტროლის გარეშე. ის სააკაშვილს ურჩევს, მიმართოს უკრაინის სასამართლოს, ან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. „გავიდა თვენახევარზე მეტი - სასამართლოსათვის არავის მიუმართავს! ამის ნაცვლად დანაშაული იქნა ჩადენილი, რადგან არსებობს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი - ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს: მეამბოხეები აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანები დასავლეთში. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პოროშენკომ 11 სექტემბერს კიევში გამართულ თათბირზე. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, პოლონეთიდან უკრაინაში 10 სექტემბერს გაემგზავრა. მისმა მხარდამჭერებმა შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტისას დაშავდა 11 პოლიციელი და 5 მესაზღვრე. პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი წარმოება მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG