Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეიწყალა უცხოელი ბლოგერი, რომელიც მთიან ყარაბაღში ჩასვლისთვის დააპატიმრეს


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი, რომელიც აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონში, მთიან ყარაბაღში ვიზიტის გამო დააპატირეს. ლაპშინი რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეა. პრეზიდენტ ალიევის მრჩევლის, ალი ჰასანოვის დღევანდელი განცხადებით, ლაპშინი სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გაემგზავრება ისრაელში. ასევე ჰასანოვის თქმით, ლაფშინს მკურნალობენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანის ციხეში თავის მოკვლა სცადა. ალესქანდრ ლაფშინი 2016 წელს ბელორუსიაში დააკავეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც მას ბრალად აქვს წაყენებული მთიან ყაბარაღში უკანონოდ, აზერბაიჯანისაგან ნებართვის გარეშე ჩასვლა. ლაპშინი 2011 და 2012 წელს არის ნამყოფი რეგიონში, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიაა, ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები აკონტროლებენ. ლაფშინი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, რომ მთიან ყაბარაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს და ამ რეეგიონში ჩასვლისას პოლიტიკური მოტივით არ მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG