Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 18 ჯარისკაცი დაიღუპა ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმისას


ეგვიპტეში 18 ჯარისკაცი მოკლეს თავდასხმისას, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. თავდასხმა მოეწყო ბომბით, რომელიც სინის ნახევარკუნძულზე, უშიშროების ძალების ბადრაგთან ააფეთქეს. თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქებას მოჰყვა ურთიერთოსროლა და, ოფიციალური პირების ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალსაც. დაიჭრა ოთხი ადამიანი. იერიში მოეწყო სინის ნახევარკუნძულის რაიონში, რომელიც ღაზის სექტორს ესაზღვრება. ამ რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს ასობით ჯარისკაცი და პოლიციელი ჰყავთ მოკლული 2013 წლიდან - მას შემდეგ, რაც ეგვიპტელმა სამხედროებმა დაამხეს ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მმართველობა.

XS
SM
MD
LG