Accessibility links

ფშაველსა და ართანაში ლიკვიდირებულია 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი


თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ფშაველსა და ართანაში ლიკვიდირებულია 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ფშაველში დამწვარია დაახლოებით 1 ჰექტარი ტყის მასივი, ართანაში ხანძრით გამოწვეული ზარალი კი ჯერჯერობით უცნობია. ორივე სოფელში მონიტორინგის მიზნით რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მეტყევეებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაატარებენ პრევენციულ სამუშაოებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG