Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ოჯახის წევრებმა დატოვეს ლვოვი


ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვნელის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ პრესმდივანმა მარიანა პოჩტარმა დაადასტურა, რომ ლვოვი დატოვეს მიხეილ სააკაშვილის ცოლმა, სანდრა რულოვსმა და უმცროსმა ვაჟმა, ნიკოლოზმა. პოჩტარმა სააგენტო unian-ს განუცხადა, რომ სააკაშვილის ცოლ-შვილი 11 სექტემბერს, საღამოს ლვოვიდან თვითმფრინავით გაემგზავრა, თუმცა სად, არ დაუზუსტებია.

XS
SM
MD
LG